გატაცებული თვითმფრინავი კვიპროსის აეროპორტში დაეშვა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 29.03.2016
ნანახია: 1630

ავიაკომპანია Egypt Ai-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც უცნობმა პირებმა გაიტაცეს, კვიპროსში ლარნაკის აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ როიტერი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

თვითმფრინავი ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა. ლაინერის ბორტზე 51 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფება.

უცნობი მამაკაცი ეკიპაჟის მეთაურსა და მგზავრებს დაექმურა, რომ თავს აიფეთქებდა, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდებოდა. ლაინერის კაპიტანმა მოასწრო კაიროს დისპეტჩერებისთვის შეტყობინების გაგზვანა და აცნობა, რომ თვითმფრინავი კვიპროსის მიმართულებით მიფრინავდა.

მედიის ინფორმაციით, გამტაცებლებმა შესაძლოა ეგვიპტური ეროვნების ქალებსა და ბავშვებს თვითმფრინავის დატოვების უფლება მისცენ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე