MDF - დავით ლორთქიფანიძის განცხადებები უდიდესი პოლიტიკური საფრთხის შემცველია
საქართველო, თბილისი - 17:52 | 28.03.2016 ნანახია: 2269
მედიის განვითარების ფონდის შეფასებით, ინგა გრიგოლიასა და მის შვილზე უმრავლესობის დეპუტატის დავით ლორთქიფანიძის განცხადებები "უდიდესი პოლიტიკური საფრთხის შემცველი ქმედებაა".
MDF-ის განცხადებით, 25 მარტს, ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით "სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი კომენტარი გააკეთა".
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დეპუტატის რეპლიკები უკავშირდებოდა ინგა გრიგოლიას განცხადებას 2016 წლის 14 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. მაშინ მუქარის ობიექტთა შორის ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც მოხვდა, რომელმაც თქვა, რომ შანტაჟის არ ეშინია და გაჩუმებას არ აპირებს.
"28 მარტს გაზეთ ალიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში კი, დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე არა მხოლოდ ჟურნალისტის პირადი ცხოვრებით, არამედ ინგა გრიგოლიას შვილის პოლიტიკური შეხედულებებით ("ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია") და სამსახურებრივი მდგომარეობითაც ("რომელ უწყებაში მუშაობს") დაინტერესდა. პარლამენტის წევრის დავით ლორთქიფანიძის საჯარო განცხადება ჟურნალისტის პირად ცხოვრებასთან მიმართებით და შემდგომ ამ თემის უკვე მისი შვილის მისამართით განვრცობა, არის არა მხოლოდ ადამიანური ეთიკის ფეხქვეშ გათელვა, არამედ უდიდესი პოლიტიკური საფრთხის შემცველი ქმედება, რომელიც ხელყოფს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების ფუნდამენტურ უფლებებს და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომლსაც ის წარმოდგენს და ვისი სახელითაც მიმართავს საზოგადოებას" - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















