29 მარტს, ბიზნესზე ორიენტირებული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 12:56 | 28.03.2016 ნანახია: 1661
29 მარტს, KAR.GE კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. KAR.GE კატალოგი მოძრაობა KAR.GE -ს ახალი პროექტია. ეს იქნება ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც წარმოაჩენს საქართველოში მოქმედ საწარმოებს, ქართულ ბრენდებს, საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, სავაჭრო ობიექტებს, ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და დისტრიბუტორებს. KAR.GE კატალოგის სპონსორები არიან სს ნიკორა და შპს კამპა.
29 მარტის პრეზენტაციაზე მოწვეულ პარტნიორებს, ბიზნეს / მედია საზოგადოებას და თანამოაზრეებს წარედგინება ინტერნეტ კატალოგი და მასში უკვე განთავსებული იმ ქართული კომპანიების მონაცემები, რომლებიც პროექტში ადრეულ ეტაპზევე ჩაერთენ. ეს კომპანიები არიან: კამპა, ნიკორა, ბებოს ნობათი, გრეიფი, დიდგორის ველი, AG Telecom-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ვესტ ინვესტი, იფანი, კოკლოზინა, მედა ბრაითი, ჩვენებური, ოპ არტი, ოქროს ვერძი, პამაქელა, რამონა, საქართველოს სათბურის კორპორაცია, საქკაბელი, სვეპი, ფეფე, ყველის სახლი, ჩირკოლადი, წყალტუბოს სიროფი, ხარისხის ლაბორატორია, ჯეო თოიზ, ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპ. ადგილზე შედგება რამოდენიმე ახალი ქართული წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.
KAR.GE კატალოგის შექმნის მთავარი მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს და საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საქართველოში არსებული გამორჩეული ქართული საწარმოების, ბრენდების, პროდუქციის, სავაჭრო ობიექტების, ბიზნეს სერვისების მომწოდებლებისა და დისტრიბუტორების შესახებ. ეს რეალურად გაზრდის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობას და გაყიდვებს. KAR.GE კატალოგის ხილვა შესაძლებელი იქნება 29 მარტიდან ვებსაიტზე - http://kar.ge
KAR.GE -ს კატალოგის პრეზენტაციას სასტუმრო „ლაერტონ თბილისი“ უმასპინძლებს.
პოლიტიკა
- ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა - შალვა პაპუაშვილი
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
- „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მსოფლიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















