ოთარ ქუშანაშვილს უკრაინაში შესვლა სამი წლით აეკრძალა

საქართველო, თბილისი - 12:46 | 28.03.2016
ნანახია: 1600

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუს ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ოთარ ქუშანაშვილს უკრაინაში შესვლა აუკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება სამსახურმა უკრაინის მიმართ მისი მკვეთრი გამონათქვამების გამო მიიღო. ამის შესახებ უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახურში განაცხადეს.

”უკრაინის უშიშროების სამსხურში შემოვიდა უამრავი განცხადება, რუსი ტელეწამყვანისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის აუცილებლობის შესახებ. მისი განცხადების გამო, რომელიც უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება მას ქვეყანაში სამი წლით შესვლა ავუკრძალოთ”, - აღნიშნა სამსახურის პრეს-მდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ ”112”-ის ეთერში.

ოთრ ქუშანაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ფსიქოპათიის დონე ძალიან მაღალია. ”ვფიქრობ რომ ქვეყნის, სადაც წასვლას ვაპირებ, პრემიერ-მინისტრის დანახვაც კი საკმარისია, დარწმუნდე იმაში, რომ ფსიქოპათიის დონე ძალიან მაღალია”, - აღნიშნა ოთარ ქუშანაშვილმა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე