საქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსში ახალი ელჩი დანიშნა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 26.03.2016
ნანახია: 1582

გიორგი მარგველაშვილმა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დანიშნა.

დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა, რომლის თნახმად, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რევაზ ლომინაძე დაინიშნა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რევაზ ლომინაძეს შეხვდა და  მასთან საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტმა რევაზ ლომინაძეს წარმატებები უსურვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე