ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, დაუსრულებელი პრივატიზაციის კონკრეტული შემთხვევები მყიდველის სასარგებლოდ გადაწყდება
საქართველო, თბილისი - 15:19 | 25.03.2016 ნანახია: 1586
25 მარტის მთავრობის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით დამტკიცდა სპეციალური წესი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს გადაუჭრის დაუსრულებელი პრივატიზებების წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, პირებს, რომლებმაც 2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლამდე, სახელმწიფოსგან შეიძინეს რაიმე სახის ქონება, შემდეგ მთლიანად, ან ოთხმოცპროცენტიანი შესრულებით (უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში), ან ორმოცდაათპროცენტიანი შესრულებით (სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის შემთხვევაში) გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მაგრამ დაარღვიეს ამ თანხის გადახდის სავალდებულო ვადები, მთავრობის კეთილი ნებით, შეეძლებათ მიიღონ საკუთრების მოწმობა და დაირეგისტრირონ შეძენილი ქონება. „დღეს ჩვენ ასეთი 150-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს აღწერილი, თუმცა ანალიზის შედეგაგ, სავარაუდოდ, 350-ზე გავალთ და ამ ადამიანებს მოვუწესრიგებთ რეალურად მათი საკუთრების უფლებას და შესაძლებლობას მივცემთ, რომ ნორმალურად განკარგონ თავიანთი საკუთრება. ამისთვის მათ განაცხადით უნდა მომართონ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში სამინისტროს ინიცირებით განხორციელდა. „ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როცა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლამდე სახელმწიფოს მიერ გაყიდული იყო მხოლოდ შენობა-ნაგებობა და არ იყო გაყიდული მიწა. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მდგომარეობები, როდესაც შენობის ფართი არის უფრო მეტი, ვიდრე მათზე მიყოლებული მიწა. შესაბამისად, ამ დადგენილებით ვიძლევით შესაძლებლობებს, რომ აღნიშნულმა პირებმა ან კომპანიებმა მოითხოვონ შენობის ქვეშ არსებული მიწა მთლიანად იმისთვის, რომ მოხდეს მათთვის მიკუთვნება, მიუხედავად იმისა, რა იყო ჩაწერილი საპრივატიზებო დოკუმენტაციაში. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული ასეთი 100-ზე მეტი განაცხადი, თუმცა, ჩვენი გათვლებით, ალბათ 250 შემთხვევაზე გავრცელდება ეს დადგენილება. მიწის მიკუთვნება მოხდება ზუსტად ისე, როგორც მიკუთვნების და აღიარების შესახებ კანონშია განსაზღვრული, ანუ დაინტერესებულ პირებს მოუწევთ გარკვეული საზღაურის გადახდა, რომელიც საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების წლიური გადასახადის ხუთმაგი ოდენობის ტოლია“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















