ივანიშვილმა საფეხბურთო გუნდი "ლივერპული" იყიდა

საქართველო, თბილისი - 20:06 | 24.03.2016
ნანახია: 14814

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინსტრმა და მილიარდელმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც 6 მილიარდს აღემატება, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მეპატრონე გახდა.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, საუბარი "ლივერპულს" ეხება და ივანიშვილმა აქციების 7% შეიძინა, თუმცა უცნობია, თუ რამდენი გადაიხადა მან.
ასევე, საინტერესოა, რომ მერსისაიდული კლუბის აქციებს ლებრონ ჯეიმსიც ფლობს, რომელიც ნაციონალური ლიგის ალბათ ბოლო 10 წლეულის უძლიერესი კალათბურთელია.
ვნახოთ, რა ტრანსფერებს განახორციელებენ ინგლისელები ზაფხულში...
პ.ს. ჯერჯერჯობით ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა.
წყარო: fexburti.ge

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე