თინათინ ხიდაშელი: ახლა თამამად შეიძლება საუბარი ჩვენი სამხედროების უდანაშაულობაზე
საქართველო, თბილისი - 18:14 | 24.03.2016 ნანახია: 2195
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი უახლოეს მომავალში გაემგზავრება. აღნიშნულ თემაზე კომენტარი მან ჟურნალისტებთან ვაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„თითქმის, დავასრულეთ პროცედურები, გუშინ შევხვდი თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს გაეროში; მოვიწვიეთ ქართველი ექსპერტები, რომლებიც ომის საერთაშორისო სამართალზე მუშაობენ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სპეციალისტები არიან და განსაკუთრებული ცოდნა აქვთ ამ მიმართულების. გვინდა, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შემთხვევითობა, გვყავდეს ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლებიც ჩვენთან ერთად, ჩვენს საგამოძიებო ჯგუფთან ერთად იმუშავებენ. ჯგუფი დაკომპლექტებულია არა მხოლოდ გამომძიებლებით, არამედ, სრულად. სამედიცინო პროცედურები თითქმის დაასრულეს, კვირის ბოლოს დაამთავრებენ აცრებს, შემდეგ ორკვირიანი ვადა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ სამედიცინო პროცედურის ეფექტი ნახონ. გამგზავრება უკვე აპრილის შუა რიცხვებში იგეგმება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით, საზოგადოება ინფორმირებული იქნება. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროების სახელი იყოს ზუსტად ისეთივე უმწიკვლო, როგორიც მათი ყოველი საბრძოლო მოქმედება არის სამშვიდობო მისიებსა თუ ქვეყანაში“, - განაცხადა მან.
თავდაცვის მინისტრმა საგამოძიებო ჯგუფისა და მისი მუშაობის შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ როგორც იურისტს, ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში რა მოხდა. ის ელოდება საგამოძიებო ჯგუფის დაბრუნებას. თინათინ ხიდაშელი საქართველოსა და ბრიუსელის არქივების იდენტურობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ თამამად შეიძლება საუბარი სამხედროების უდანაშაულობაზე. „საქართველოში დაცულია არქივი... ბრიუსელში რომ ვიყავით მოგვცეს შესაძლებლობა, სრული წვდომა გვქონოდა არქივზე... აბსოლუტურად, იდენტურია და ემთხვევა ერთმანეთს... ჩვენ შეგვიძლია ახლა ძალიან თამამად ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენი სამხედროები, ნამდვილად არაფერ შუაში არიან, მაგრამ დაველოდოთ საგამოძიებო ჯგუფის უკან დაბრუნებას“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
პოლიტიკა
- დადგება დრო, როდესაც თქვენ, არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს, ვიქტორ ორბანს მოუწია, რომელიც „მამლის ყივილამდე“ ორთავე პოლიტიკურმა პარტიამ უარყავით - გიორგი შარაშიძე
- უნგრეთის მომავალმა პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან მეგობრობას, ჩვენს ადგილობრივ ოპოზიციას ილუზიები დაუმსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა - ლევან მახაშვილი
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















