ხვალ, სასურსათო და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ პირველი ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართება
საქართველო, თბილისი - 14:00 | 24.03.2016 ნანახია: 1646
25 მარტს 10:00 საათზე, სასტუმროში „ამბასადორი“ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი (RAPDI) მცირე და დიდი კავკასიონის რეგიონებში სასურსათო და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ პირველი ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ.
ღონისძიებას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში და აქტიურად მუშაობენ სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე.
აღნიშნული კვლევის შედეგები წარმოგვიდგენს არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს საქართველოს მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით საზღვრისპირა დასახლებებში. კვლევა განახორციელდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა”, რომელსაც ოქსფამი ახორცილებს საქართველოსა და სომხეთში.
კვლევის მიზანი იყო საქართველოს მთიანეთში არსებული მდგომარეობის შესწავლა
სასურსათო უსაფრთხოების და კვების უსაფრთხოების კუთხით; ასევე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების შეფასება სურსათის წარმოებისა და სურსათზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. კვლევა გვიჩვენებს თუ როგორი მდგომარეობაა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობაში არასრულფასოვანი/არაჯანსაღი კვების მხრივ და როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებები მოსახლეობის მიერ სურსათის წარმოების შესაძლებლობაზე.
კვლევამ დაფარა 3 რეგიონი, რომლებიც ესაზღვრებიან მეზობელ სახელმწიფოებს (რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი); 1. დიდი კავკასიონის მთების დასავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტები (მესტიის და ონის მუნიციპალიტეტები) 2. დიდი კავკასიონის მთების აღმოსავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტები (ყაზბეგის, დუშეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტები) და 3. მცირე კავკასიონის მთებში მდებარე მუნიციპალიტეტები (ასპინძა, ადიგენი, ახალქალაქი, დმანისი, ხულო, ქედა და შუახევი).
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის სექტემბერში, ევროკავშირის დაფინანსებით ოქსფამმა დაიწყო 4 წლიანი პროექტი სახელწოდებით „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“. პროექტის მიზანია გენდერულად სენსიტიური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის სტრატეგიის შემუშავებას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. სასურსათო უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოადგენს თანმიმდევრულ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებზე.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















