დიმიტრი ქუმსიშვილი პროფესიული განათლების რეფორმის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 13:50 | 24.03.2016 ნანახია: 1691
„ეს არის კერძო და საჯარო პარტნიორობის მიმართულება პროფესიული განათლების ნაწილში, სადაც ადამიანები ბიზნესის სფეროში მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლებიან“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პროფესიული განათლების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა, დეტალური პრეზენტაცია კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამართა. მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლების რეფორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების შერჩევას.
„დღეს ჩვენ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლების რეფორმის ნაწილზე ვისაუბრეთ. განათლების სამინისტრომ წარმოადგინა ახალი მიმართულება, რომელიც არის კერძო და საჯარო პარტნიორობის მიმართულება პროფესიულ განათლების ნაწილში, სადაც ადამიანები დაეუფლებიან ბიზნესის სფეროში მოთხოვნად პროფესიებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაწყებითი ბიზნესის დაფინანსების ინსტრუმენტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად იმუშავა საპარტნიორო ფონდმა და მასთან ერთად ეკონომიკის სამინისტრომ. უახლოეს დღეებში მთავრობაზე გატანილი იქნება შესაბამისი დადგენილება, ხოლო შემდგომში გვექნება უკვე ამ პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, უკვე განსაზღვრულია 30-35 მილიონი ლარის მოცულობის ფონდი, რომელიც გადანაწილებული იქნება თბილისზე და რეგიონებზე. „დაწყებით ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა, კომერციული ბანკებიდან უზრუნველყოფის გარეშე აიღონ სესხები იდეის მდგრადობის გადამოწმების შედეგად. ეს არ არის მხოლოდ სტუდენტებზე, ამ წუთის მდგომარეობით, ეს არის დაწყებით ბიზნესზე, სადაც ახალგაზრდებს პრეფერენციები ექნებათ“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ტექნოპარკში გამართულ პრეზენტაციას სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















