„ზედაზენი“ და „პსპ“ ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორები გახდნენ
საქართველო, თბილისი - 13:45 | 24.03.2016 ნანახია: 2388
„ზედაზენი“ და „პსპ“ ძიუდოს ფედერაციის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. მხარეებს შორის დღეს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ძიუდოს ფედერაცია ოთხი წლის მანძილზე სასპონსორო თანხის სახით, დაახლოებით მილიონ ლარს მიიღებს და ეს თანხა ქართული ძიუდოს განვითარებას მოხმარდება.
საერთო სლოგანი „ერთად შევქმნათ გამარჯვების ისტორია“ უკვე ძალაშია და .„პსპ“ და „ზედაზენი“ ძიუდოს ფედერაციის მხარდასაჭერას ერთობლივი ძალებით იწყებენ.
მხარეებს შორის მემორანდუმს ხელი კომპანია ,,ზედაზენის ’’ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა, “პსპ ჯგუფის“ დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა მოაწერს.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განმარტა, ეს სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც კერძო სექტორი ძიუდოს ფედერაციას 1 მლნ ლარით აფინანსებს.
„ძალინ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა. ოთხ წლიანი ციკლია, რომლის დროსაც 1 მლნ ლარიანი სასპონსორო ინვესტიცია განხორციელდება. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. უკვე ტრადიციადაც კი იქცა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფედერაციების ერთობლივი მუშაობით სპონსორები ბრუნდებიან ქართულ სპორტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი ქართული კომპანია მიბაძავს ამ კარგ წამოწყებას“, აღნიშნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
როგორც კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განმარტა, ძიუდო მისთვის და მისი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ძიუდოს ფედერაციის სპონსორობა.
„პირადად ჩემთვის, ძიუდო ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. დაწყებული მამიდან მთელი ოჯახი დაკავებული ვართ ამ სპორტით, ან ვგულშემატკივრობთ. დღეს სპორტს ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა და ჩვენი გადაწყვეტილებაც კონკრეტულად ძიუდოს მხარდაჭერაზე, ჩვენი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს. ძიუდო არის ეროვნული სპორტი, რომ გადავხედოთ ჩვენს მოღვაწეობას სპორტის ამ დარგში ვნახავთ, რომ საკმაოდ ბევრი და დიდი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული. პერსპექტივაც დიდი გვაქცვს, არიან ახალგაზრდები, რომელთაც წარმოჩენა და ხელის შეწყობა სჭირდებათ“, აღნიძნა ბიზნესმენმა.
“პსპ ჯგუფის“ დირექტორის გოჩა გოგილაშვილის თქმით, „პსპ“ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას წლების გამნმავლობაში ეწეოდა და მომავალშიც ასე გააგრძელებს.
„პსპ“ 22 წლის განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწეოდა. აქედან გამომდინარე დღეიდან კომპანია „პსპ“ „ზედაზენთან“ ერთად 4 წლის განმავლობაში იქნება ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი და „ზედაზენის“ დახმარებით ძიურო უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს საერთაშორისო ასპარეზზე“, განმარტა “პსპ ჯგუფის“ დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიებსა და ფედერაციას შორის ხელშეკრულების გაფორმება უწინ უძღვის ისეთ მნინელოვან მოვლენას, როგორიცაა ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირის „თბილისის გრან პრი 2016“-ს, რომელიც 25-27 მარტს იმართება.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















