თბილისის თავისუფალ ზონაში შესაძლებელია სხვადასხვა ბიზნესის მიმართულებების განვითარება
საქართველო, თბილისი - 15:57 | 23.03.2016 ნანახია: 2810თბილისის თავისუფალ ზონაში შესაძლებელია სხვადასხვა ბიზნესის მიმართულებების განვითარება. თბილისის თავისუფალი ზონის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და პრეზენტაციაზე ზონის ადმინისტრატორი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ საზოგადოებას თბილისის თავისუფალი ზონის კონცეფცია, ზონაში ოპერირობების პირობები და სხვადასხვა ბიზნესის მიმართულების განვითარების შესაძლებლობები გააცნო.
თბილისის თავისუფალი ზონის დეველოპერი BitFury Group-ია, მსოფლიოს წამყვანი კომპანია ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის (საპროცესინგო დატა ცენტრები, სერვერები, ჩიპები) შემქმნელებს შორის. ზონა გაიხსნა 2015 წლის დეკემბერში და ფუნქციონირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე. მსგავსად სხვა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თბილისის თავისუფალი ზონის ოპერაციები რეგულირდება საქართველოს კანონით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, რომლის მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მრეწველობის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
თბილისის თავისუფალი ზონა ერთადერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის ცენტრიდან 17 კმ-ში და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 30 კმ-ში, ცენტრალური სატრანზიტო გზის პირას. ზონის ფართობი 17 ჰექტარია, რომელიც პირობითად დაყოფილია მცირე, 3-4 ათას კვ.მ.-იან 28 ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთად, რომელთაც პირდაპირი წვდომა აქვს ყველა ტიპის საკომუნიკაციო ინფრაქსტრუქტურასთან. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით ნაკვეთების განლაგება რამდენიმე მათგანის მარტივად გაერთიანების საშუალებასაც იძლევა. კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ზონა უზრუნველყოფილია 24 საათიანი დაცვითა და საბაჟო კონტროლით.
თბილისის თავისუფალი ზონის საწარმო შეიძლება დაფუძნდეს ადგილობრივი და უცხოელი ფიზიკური პირების მიერ, ასევე ადგილობრივი და/ან უცხოელი იურიდიული პირების მიერ. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო უნდა დარეგისტრირდეს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში ჩვეულებრივი რეგისტრაციის პროცედურების საფუძველზე, რასაც სჭირდება ერთი სამუშაო დღე საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან.
თბილისის თავისუფალ ზონაში შესაძლებელია სხვადასხვა ბიზნესის მიმართულებების განვითარება: IT ინდუსტრია - კერძოდ დატა ცენტრების განვითარება; მსუბუქი მრეწველობა; ფარმაცევტული წარმოება; საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოება; სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობების განვითარება.
რაც შეეხება თბილისის თავისუფალი ზონის უპირატესობებს. ზონა პოტენციურ მოიჯარეებს სთავაზობს:
- სრულყოფილ ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას და კომუნალურ უზრუნველყოფას.
ზონაში წარმოებული პროდუქციის ქართული წარმოშობის სერტიფიკატით აღჭურვას;
- დაბალ ტარიფებს როგორც რეგისტრაციისა და იჯარის, ასევე საოპერაციო კუთხით;
- წვდომას საქართველოში ყველაზე დიდ და კვალიფიციურ შრომის ბაზარზე, რაც განპირებებულია იმ ფაქტით რომ ეს არის ერთადერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თბილისში;
- ზონის ოპერატორი კომპანიის მხრიდან წარმოებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, კერძოდ საწარმოო და სასაწყობო ფართების აშენებას;
- ასევე, საინტერესო პროექტებში თანაინვესტირების შესაძლებლობას.
„ჩვენი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იმ მოიჯარეების ბიზნეს მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთაც თავიანთი ბიზნესების წარმოება საქართველოში, კერძოდ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მქონე ზონაში სურთ. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ინდუსტრიების განვითარებას, მომსახურებების და გადაწყვეტილებების ფართო სპექტრის შეთავაზების გზით”, აცხადებს თბილისის თავისუფალი ზონის ადმინისტრატორი კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ტაბიძე.
პოლიტიკა
- ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა - შალვა პაპუაშვილი
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
- „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მსოფლიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















