აშშ რუსეთს მოუწოდებს ავიადარტყმები მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განახორციელოს
საქართველო, თბილისი - 09:24 | 02.10.2015 ნანახია: 2026თეთრმა სახლმა რუსეთს მოუწოდა სირიაში ავიადარტყმები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ზუსტად განახორციელოს. თეთრი სახლის განცხადებით, ორი ქვეყნის სამხედრო პირების მოლაპარკებები პირველ რიგში ამერიკელი მფრინავების უსაფრთხოებას ეხებოდა.
ამერიკის პრეზიდენტის პრეს-მდივნის ჯოშ ერნესტის ინფორმაციით, 1 ოტქომბერს გაიმართა ვიდეოკონფერენცია პენტაგონსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის.
ერნესტმა შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ რუსული თვითმფრინავები ავიადარტყმებს ახორციელებდნენ იმ რაიონებში, სადაც „ისლამური სახელმიწფოს“ მებრძოლების გადაადგილება არ შეინიშნებოდა. პრეს-მდივნის თქმით, აღნიშნულ რაიონებში იმყოფებოდნენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის შეიარაღებული მოწინააღმდგეები, რომლებსაც მხარს დასავლეთი უჭერს.
ერნესტის თქმით, სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ განურჩეველი საომარი მოქმედებების წარმოება საშიშია თავად რუსეთისთვისაც. „ ამან შესაძლოა მხოლოდ გააგრძელოს კონფლიქტი სირიის შიგნით და ის დაუსრულებელი გახადოს, ასევე არსებობს რისკი იმისა, რომ ამ კონფლიქტში თავად რუსეთიც აღმოჩნდეს ჩათრეული“, - აღნიშნა ერნესტმა.
რუსეთის ოფიციალური პირების მტკიცებით, ყველა განადგურებული სამიზნე ისლამისტებს ეკუთვნოდათ. რუსული მხარე ასევე გამორიცხავს რუსეთის ავიაციის მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტებს.
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს