მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მომხმარებლებსა და ბიზნეს გარემოს თანაბრად დააზიანებს
საქართველო, თბილისი - 15:05 | 22.03.2016 ნანახია: 1926
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მომხმარებლებსა და ბიზნეს გარემოს თანაბრად დააზიანებს - ასეთია ბიზნეს გაერთიანებების შეფასება იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის მიერაა ინიცირებული და პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.
„იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უკვე არსებობს არაერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ცალკეულ სექტორებში უკვე არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტები, ვფიქრობთ რომ ახალი, პარალელური რეგულაციების შემოღება მძიმე ტვირთად დააწვება ბიზნეს, მომხმარებელს და სახელმწიფო ბიუჯეტს.
ევროკავშირთან ასოცირების პროცესში საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება ლოგიკური და ბუნებრივი პროცესია, რასაც მთელ საზოგადოებასთან ერთად ქართული ბიზნესი სრულიად სერიოზულად და რაც მთავარია პასუხისმგებლობით ეკიდება, სწორედ აქედან გამომდინარე, კერძო სექტორის და ბიზნეს გაერთიანებების მიერ კანონმდებლებისათვის შეთავაზებულ იქნა არაერთი შენიშვნა და არგუმენტი, რომ აღნიშნული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაში ყოფილიყო ევროკავშირის რეგულაციებთან და ქვეყნის ეკონომიკურ რეალობასთან; ჩვენდა სამწუხაროდ და გასაკვირად, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სრულად იქნა იგნორირებული ბიზნესის დასაბუთებული არგუმენტები, შედეგად კი საკანონმდებლო ორგანო განიხილავს პროექტს, რომელიც არაერთ ასპექტში არათუ არ შეესაბამება, არამედ ეწინააღმდეგება ევროდირექტივებს და აწესებს ისეთ მიზანშეუწონელ ვალდებულებებს, რასაც თავად ევროკავშირის კანონმდებლობაც კი არ ითვალისწინებს.
ხაზგასმით გვინდა აღვიშნოთ, რომ ერთი შეხედვით კეთილშობილური, მაგრამ ამავდროულად ევროკავშირის დირექტივასთან შეუსაბამო, უკვე არსებული კანონმდებლობის პარალელური ნორმების შემოღება, ქვეყნის ეკონომიკური რეალობის და საჭიროებების გაუთვალისწინებლად, სერიოზულ პრობლემას შეუქმნის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ათეულ ათასობით მოვაჭრეს თუ მეწარმეს, მსხვილ ბიზნესს კი მნიშვნელოვნად გაურთულებს ოპერირებას, მომხმარებლისათვის გააძვირებს პროდუქციის და მომსახურების ღირებულებას, შეამცირებს მათზე ხელმისაწვდომობას და უარყოფითად აისახება კონკურენტულ გარემოზე;
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონმდებლები ბიზნეს გაერთიანებების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და არგუმენტებს ამჯერად მაინც გაითვალისწინებენ და თავიდან იქნება აცილებული ის სერიოზული რისკები, რასაც ხსენებული პროექტი ქმნის ბიზნეს გარემოსათვის“, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საქართველოს ბანკების ასოციაცია, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, საქართველოს ნავთობიმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















