ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო ქართული დელეგაციის შეხვედრები გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 22.03.2016
ნანახია: 1808

ევროპარლამენტში ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო ყველა სხდომა და შეხვედრა გადაიდო. ამის შესახებ ბრიუსელიდან რუსთავი 2-ს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აცნობა. ეკა ბესელია დეპუტატებთან ერთად ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

„გაუქმდა ყველა ჩვენი შეხვედრა და შეწყდა ევროპარლამენტის სესიაც“, - უთხრა ბესელიამ რუსთავი 2-ს. მისივე თქმით, უსაფრთხპოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული ყველა ოფიციალურ უწყებაში, მათ შორის ევროპარლამენტში.

შეგახსენებთ რამდენიმე საათის წინ ბრიუსელში აფეთქება ჯერ ბრიუსელის აეროპორტში, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში, მეტროსადგურები მოხდა. მედიის ცნობით დაღუპულია 27 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაიჭრა.

ქალაქში დაიკეტა სკოლები, საბავშვო ბაღები, მეტროსადგურები. შემოღებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე