მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება
საქართველო, თბილისი - 13:20 | 22.03.2016 ნანახია: 1654
საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნაა. სწორედ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეები, რომლებიც მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ კონსულტაციებს ბიზნესთან საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 22 მარტს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რეფორმის მნიშვნელობას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების, ბიზნესის განვითრებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით.
შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა, ფინანსთა სამინისტროს მადლობა გადაუხადეს იმ კომუნიკაციისთვის, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში შედგა ბიზნესთან. ამასთან, მათ დააფიქსირეს თხოვნა მოგების გადასახადის რეფორმის მომავალი წლიდან ამოქმედების თაობაზე.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, მთავრობისთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ბიზნესის წინადადებები და შენიშვნები. მნიშვნელოვანია, ასევე რეფორმის განხორცილების გარდამავალ ეტაპზე, ბიზნესს არ შეექმნას რაიმე სახის სირთულეები. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, გამოთქვამს მზადყოფნას გაითვალისწინოს ბიზნესის თხოვნა და მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.
აღნიშნულ პერიოდში რეფორმის ამოქმედება ბიზნესს ხელს შეუწყობს უფრო მომზადებული შეხვდეს მოგების გადასახადის ახალ მოდელს, მინიმუმამდე შეამციროს ის პოტენციური რისკები და ხარვეზები, რომელიც შესაძლოა მოჰყოლოდა რეფორმის მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედებას.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებები სამ ეტაპად ამოქმედდება:
• პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს - ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება, რაც ასევე გულისხმობს ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ცვლილება კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება.
•მეორე ეტაპზე მოხდება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება.
•მესამე ეტაპი შეეხება საფინანსო სექტორს, რომელზეც კანონპროექტის გავრცელება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება.
აღსანიშნავია, რომ მოგების გადასახადის რეფორმა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას:
Ø დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში
Ø პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით
Ø ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას. განსაკუთრებით, ეს შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს
Ø რეფორმის შედეგად ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა;
Ø გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;
Ø გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;
Ø შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები;
Ø ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;
Ø ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შედეგად გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა;
Ø გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;
Ø გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.
მნიშვნელოვანია, რეფორმა ითვალისწინებს ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ნორმები პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება. კერძოდ:
► საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით;
► საგადასახადო შემოწმებას განახორცილებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო;
► კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ გადაიხდის დღგ-ს თანხას;
► გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ:
2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა
2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით
გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ბიზნესთან ერთად გაიმართება მსჯელობა ეკონომიკური დარღვევების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში, ფინანსთა სამინისტრომ შეხვედრები გაიმართა 10-ზე მეტ ბიზნეს ასოციაციასთან და ორგანიზაციასთან, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ საგადასახადო ცვლილებების ძირითად შინაარსს. აღნიშნული დიალოგის დროს ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული რეფორმის განხორციელება საქართველოში.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















