ბრიუსელის მეტროსადგურში აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 22.03.2016
ნანახია: 1772

ბრიუსელის მაელბეკის მეტროში აფეთქება მოხდა, მეტროსადგურის გვერდით ევროკავშირის ინსტიტუციების შენობები მდებარეობს. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ქალაქში დაიკეტა სკოლები, საბავშვო ბაღები, მეტროსადგურები. შემოღებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე.


მანამდე ბრიუსელის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელსაც წინასწარი მონაცემებით 17 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე