ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:06 | 22.03.2016
ნანახია: 1751

მედიის ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაიჭრა. ამის შესახებ რია ნოვოსტი დასავლურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ბელგიის დედაქალაქის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქების ხმა დღეს გაისმა. ბიბისის ინფორმაციით, აფეთქებები კომპანია American Airlines-ის სარეგისტრაციო პუნქტთან მოხდა.  ეროპორტის შენობიდან მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ყველა რეისი გადადებულია. წინასწარი ინფორმაციით აეროპორტში ტერაქტი განხორციელდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე