ბრიუსელის აეროპორტში რამდენიმე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 11:48 | 22.03.2016
ნანახია: 1845

ბრიუსელის აეროპორტში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ბი ბი სის ინფორმაციით, ამ დროისათვის აეროპორტის შენობიდან მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს. აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალიდან კვამლი ამოდის.

ადგილობრივი მედია დაშავებულების შესახებ იტყობინება. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით პრესა დაღუპულების შესახებაც წერს, თუმცა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ დასტურდება.

ინციდენტის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე