სირიაში დაზავების შემდეგ დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 22.03.2016
ნანახია: 1652

სირიაში დაზავების შემდეგ დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ამის შესახებ ჟურნალისტებს ლატაკიის სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა ისმაილ ალ ატრაშმა განუცხადა.

”ბოლო კვირის განმავლობაში დაჭრილთა რაოდენობა ადრინდელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი კვირაა ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც მშვიდად ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა. პროცენტულად შემოსულ დაჭრილთა რაოდენობა 50 პროცენტით შემცირდა”, - განაცხადა ალ ატრაშმა.

მისივე თქმით, დაზავებამდე ჰოსპიტალი 15-50 დაჭრილს ღებულობდა და არცერთ დღეს დაღუპულის გარეშე არ ჩაუვლია. თუმცა ამჟამად არსებობს დღეები, როდესაც ფრონტიდან არავინ მოჰყავთ.

გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად სირიაში 2011 წლიდან 470 ათასი ადამიანი დაუღუპა, 1,9 მილიონი კი დაიჭრა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე