ობამა: ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემა კუბასთან მეგობრობას ხელს უშლის

საქართველო, თბილისი - 10:39 | 22.03.2016
ნანახია: 1653

ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის საკითხებში არსებული უთანხმოება კუბასა და ამერიკას შორის მყარი ურთიერთობებისთვის ჯერ კიდევ დაბრკოლებად რჩება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კუბაში ვიზიტისას განაცხადა.

ობამას თქმით, კუბის წინააღმდეგ ემბარგო დასასრულს უახლოვდება, თუმცა მისი მოხსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გადაილახება ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოება.

”კუბის მომავალი თავად კუბელებმა უნდა აირჩიონ და სხვა არავინ. ამავე დროს... მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ აშშ დაიცავს დემოკრატიას, ასევე კუბელების უფლებას -აირჩიონ თავიანთი მომავალი”, - განაცხადა ობამამ.

ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნათლად ჩანს ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში კუბის ხელისუფლების მიღწეული წარმატებები.

ობამა ოფიციალური ვიზიტით კუბაში იმყოფება. ეს კარიბის სახელმწიფოში აშშ-ის ლიდერის პირველი ვიზიტია ბოლო 88 წლის განმავლობაში, რომელსაც პოლიტიკოსებმა ”ისტორიული” ვიზიტი უწოდეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე