საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო, ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
საქართველო, თბილისი - 15:33 | 11.09.2015 ნანახია: 3714
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო, ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი" მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
"ვითვალისწინებთ 8 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაპტი“ ბრიტანეთის ელჩის გამოსვლის მიმართ დიდ ინტერესს და გაწვდით გამოსვლის სრულ ტექსტს. ჩვენი აზრით, გამოსვლის ნაწილი არასწორად იქნა გაგებული ცუდი თარგმანის გამო",-ნათქვამია სალჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და კონპერენციაზე ელჩის გამოსვლის სრულს ტექსტს ავრცელებს
"მადლობას მოვახსენებ მაკკეინის ინსტიტუტს და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია დემოკრატიის ისეთი ექსპერტის გვერდით ყოფნა, როგორიცაა დევიდ კრამერი.
მე თავს არ ვდებ, რომ დემოკრატიის ექსპერტი ვარ. მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც არაარჩევითი ლორდთა პალატაა; პრივილეგირებული მედია ორგანიზაცია - BBC არსებობს; და სადაც ტარდება ცოცხალი დებატები ჩვენი საარჩევნო სისტემის თაობაზე; იმ ქვეყნიდან, რომელსაც მთავრობა არ აურჩევია ხმათა უმრავლესობით 1935 წლიდან. გარკვეული თავმდაბლობაა საჭირო და მე ნამდვილად არ მინდა ვინმეს ჭკუა დავარიგო. ასე რომ, მე არ ვაპირებ დეტალური კომენტარის გაკეთებას საქართველოში კონკრეტული საკითხების და დაპირისპირებების შესახებ - რომლებიც თქვენთვის უკვე ცნობილია. თუმცა, არსებობს ბევრი საკითხი, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას - თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია ღიად ვიმსჯელოთ ამის შესახებ, უკვე დადებითი მოვლენაა. არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა სრულყოფილი დემოკრატია. ყოველმა საზოგადოებამ გამუდმებით უნდა იმუშაობს დემოკრატიის გაუმჯობესებისთვის - ჩემი ქვეყნის ჩათვლით. მინდა ვთქვა, რომ მე ყველაზე მეტად მაქვს პოზიტიური განწყობა საქართველოს მიმართ. მხოლოდ 5 ზოგად მომენტს აღვნიშნავ საქართველოში დემოკრატიის შესახებ: პირველი - თუ ძირითად მომენტებზე ვიმსჯელებთ - არის თუ არა საქართველოში მოქალაქეებისთვის შესაძლებელი აირჩიონ თავიანთი მთავრობა თავისუფლად და მშვიდობიანად რეგულარული არჩევნების გზით; არის თუ არა მათთვის ხელმისაწვდომი საკმარისი ინფორმაცია გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად; აქვთ თუ არა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და ა.შ. შესაძლებლობა მოაწყონ დებატები, შეედაონ მთავრობის პოლიტიკას? - მე ვიტყოდი, რომ საქართველო უდაოდ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, არსებობს სფეროები, რომლებსაც გაუმჯობესება სჭირდებათ, და ზოგჯერ ნაბიჯები, რომლებიც, შესაძლოა, არასწორი მიმართულებით იდგმება. მაგრამ საერთო ტენდენციას ნამდვილად სწორი მიმართულება აქვს. და მე ვიტყოდი, დიახ, საქართველოს გააჩნია ყველა ძირითადი მახასიათებელი დემოკრატიისთვის. მეორე - კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც საქართველომ მიაღწია, იმის მიუხედავად, რომ მისი 20% ოკუპირებულია; მის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობაა; და არსებობს წარმატების საწინააღმდეგოდ და პროგრესის ჩაშლისკენ მიმართული ზეწოლა. ჩემი აზრით, საქართველო უდაო ლიდერია რეგიონში. ის უნდა ამაყობდეს თავის მიღწევებით და იმსახურებს ამის აღიარებას. მაგრამ მე მაინც მინდა ხაზი გავუსვა სამ სფეროს, სადაც ვხედავ პრობლემებს და შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. პრობლემა ის არის, რომ ისინი ვერ შეფასდება კანონმდებლობით და ვერ აღირიცხება ოფიციალურად. ეს არამატერიალური ფაქტორებია - ის ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიის ხელშესაწყობად: პირველი არის პატივისცემა: როგორც სხვებმაც აღნიშნეს, საქართველოში ჯერ კიდევ უაღრესად პერსონიფიცირებული პოლიტიკაა, სადაც პარტიებში დომინირებენ ინდივიდები და პიროვნებები; პოლიტიკური დებატები ხშირად ხასიათდება ამ ინდივიდებზე თავდასხმით - მათ შორის პირადი შეურაცხყოფა, მოტივის ეჭვს ქვეშ დაყენება და ბრალდება მათი ლოიალურობის თაობაზე. როდესაც ეს შეტევა მიმართულია სახელმწიფოს ოფიციალურ თანამდებობაზე მყოფი პირების მიმართ - როგორიცაა ყოფილი ან ამჟამინდელი პრეზიდენტი, ყოფილი ან ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი და ა.შ. - ეს აკნინებს არა მხოლოდ ამ პირებს, არამედ იმ ინსტიტუტებს თუ დაწესებულებებსაც, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. ხალხი ხშირად ამბობს, თითქმის თავმომწონედ, რომ ქართულ პოლიტიკა უხეში თამაშია. მე კი მინდა ვთქვა, რომ ქართულ პოლიტიკა უფრო ქართულ არაჩვეულებრივ რაბგის გუნდს უნდა ჰგავდეს - დიახ, ეს კონტაქტური სპორტია, მაგრამ მას ჯენტლმენები თამაშობენ. მეორე არის ანგარიშვალდებულება: გუშინ ნახსენები იყო საკითხები, რომლებიც ეხებოდა არაფორმალურ მმართველობას საქართველოში. მე კი ვიტყოდი, რომ ეს უფრო ზოგადად ანგარიშვალდებულების ნაკლებობაა: რაც აისახება დამოკიდებულებაში - "დასაშვებია რაიმეს გაკეთება, თუ ეს გაგივა". სხვა სიტყვებით, თუ რამე შეიძლება გაკეთდეს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გაკეთდეს. დიდ ბრიტანეთში გვაქვს გამოთქმა, "სუნის ტესტი". ზოგჯერ აქ ისეთი რამ ხდება, რაც ჩემი აზრით, "სუნის ტესტს" ვერ გაივლიდა. ერთ-ერთი მაგალითი წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება. ასევე ძალიან ხშირად არსებობს მეორე მხარის დადანაშაულების და თითის გაშვერის ტენდენცია საკუთარი ნაკლის აღიარების ნაცვლად. შარშან იყო განსაკუთრებით აღმაშფოთებელი შეტაკებები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის. პოლიტიკოსებს კვერცხებსაც კი ესროდნენ. გულდასაწყვეტია, რომ ეს ინციდენტები გამართლებული იყო იმით, რომ "ეს მეორე მხარემ დაიწყო" ან "ამას იმსახურებენ". მესამე არის პასუხისმგებლობა: ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს ყველაზე სრულყოფილი კანონები და სისტემები, ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ჰყავდეს ყველაზე ერთგული საჯარო მოხელეები - და მე მჯერა, რომ საქართველოს ბევრი კარგი საჯარო მოხელე ჰყავს - მაგრამ, არაფერი გამოვა ქვეყნის მოქალაქეების მხარდეჭერის გარეშე. მართალია, ეს არ არის უშუალოდ დემოკრატიის საკითხი, მაგრამ მაგალითის სახით მინდა ვთქვა, რომ ყოველი უცხოელი, რომელიც ამ ქვეყანაში ჩამოდის, ყოველთვის აღნიშნავს, თუ როგორ დაყავთ აქ მანქანები, და რამდენად დანაგვიანებულია ქალაქის გარეუბნები და არ არის გათვალისწინებული, თუ რა ზემოქმედებას იქონიებს ეს სხვა ადამიანებზე. საქართველოში არის კანონები დანაგვიანების წინააღმდეგ და კანონები მანქანის სახიფათოდ ტარების წინააღმდეგ, მაგრამ პოლიცია ყველგან ვერ იქნება. ამ კანონების ამუშავება ყველა ადამიანზეა დამოკიდებული. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფრის საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე დაბრალება სამართლიანია: ჩემი აზრით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვის. მაგრამ რადგან მთავარი კითხვაა, რა შეიძლება გაკეთდეს სუსტი მხარეების დასაძლევად, ვფიქრობ, რომ უნდა დავიწყოთ პირველით: პოლიტიკურმა ელიტამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს ერთმანეთის მიმართ და ინსტიტუტების მიმართ, რადგან მათი საქციელი მაგალითს აძლევს და სიგნალს აგზავნის სისტემაში. და ბოლოს, კითხვა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს დასახმარებლად - მე ვარ ქვეყნიდან, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებს უნდა მიეცეთ ევროპული პერსპექტივის შესაძლებლობა, როგორც სინათლე გვირაბის ბოლოს. მაგრამ ეს ვერ ჩაანაცვლებს რეფორმებს მიზნის მისაღწევად, რადგან, საბოლოო ჯამში, თავად რეფორმებს მოაქვს სარგებელი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქართველებს, რომ მათ იგრძნონ გაკეთებული არჩევანის ხელშესახები შედეგი", - აცხადებს ელჩი.
პოლიტიკა
- ვერავის მივცემთ საშუალებას, შავი, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი - ირაკლი კობახიძე
- დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის
- გარე ჩარევის მიუხედავად, რუმინელი ხალხის ხმა ნათელი და მტკიცე იყო, ვულოცავ რუმინეთს და ნიკუშორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს - სალომე ზურაბიშვილი
- პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, მას საკმარისი დამოუკიდებლობა აქვს, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული - გია ვოლსკი
საზოგადოება
- შიდა ქართლში ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
- უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია
- „ქოლგა თბილისი ფოტო“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა
სამართალი
- ვარკეთილში მიკროავტობუსი, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი მართავდა, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა და დააზიანა
- პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- ბრიტანეთში კირ სტარმერთან დაკავშირებული უძრავი ქონების დაწვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
- ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა კიდევ 400 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
- მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, როგორ გავიდეს ომიდან - ჯეი დი ვენსი
- სტამბოლში შეხვედრაზე რუსები პროვოკაციულად და უხეშად იქცეოდნენ, ისევე როგორც 2022 წელს გამართული მოლაპარაკებების დროს, იმეორებდნენ მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც შეუძლებელია - მიხაილო პოდოლიაკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
- Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს