„ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
საქართველო, თბილისი - 14:06 | 16.10.2025 ნანახია: 804
სკანდინავიური ესთეტიკა, კრეატიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანზე ორიენტირებული ხედვა - „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ტერმინალის“ პარტნიორობით თბილისში ახალი ბრენდული სივრცე შეიქმნა. Terminal Towers-ში მდებარე ლაუნჯი დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში ადამიანებს განტვირთვის, ინსპირაციისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროექტი „ვოლვოს“ მუდმივ სწრაფვას ასახავს - იყოს გარემოში, სადაც ახალი იდეები იბადება და ინოვაციური გამოცდილება იქმნება.

სოფო კაკუშაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვოლვო“ ყოველთვის იყო ადამიანებსა და ტექნოლოგიურ პროგრესზე ორიენტირებული ბრენდი. გვჯერა, რომ ინოვაცია იწყება სწორედ ადამიანებით - მათი ცნობისმოყვარეობით, ურთიერთობებითა და იდეებით. იმედი გვაქვს, რომ შექმნილი სივრცე იქნება ადგილი, სადაც ეს ყველაფერი ბუნებრივად გაერთიანდება და ახალ საინტერესო გამოცდილებად იქცევა.
გვსურდა, შეგვექმნა ცოცხალი პლატფორმა, სადაც ადამიანი თავს ბრენდის ფილოსოფიის ნაწილად იგრძნობდა. „ტერმინალთან“ პარტნიორობა სრულად შეესაბამებოდა ჩვენს ხედვას. ეს იყო ნაბიჯი იმ მიმართულებით, სადაც ინოვაცია და ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთს ერწყმის“.
ლაუნჯში განთავსებულია ინტერაქტიური ინსტალაციები, თამაშები და ის დიზაინერული ელემენტები, რომლებიც კომფორტთან ერთად შემოქმედებით ენერგიასა და ისეთივე უსაფრთხო და მყუდრო გარემოს ქმნის, როგორიც თავად „ვოლვოს“ ფილოსოფიაა.

„ტერმინალი“, როგორც პირველი საერთო სამუშაო სივრცე საქართველოში, უკვე წლებია აყალიბებს ინოვაციურ ეკოსისტემას თანამშრომლობისა და იდეების გაზიარებისთვის, რაც მას „ვოლვოსთვის“ იდეალურ პარტნიორად აქცევს. „ტერმინალი“ აერთიანებს მრავალფეროვან და აქტიურ ადამიანებს, იმ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ქმნის სიახლეებს.
თამარ ჯინჭარაძე, „ტერმინალის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი: „წლების განმავლობაში ტერმინალმა უამრავი მეგობარი და პარტნიორი კომპანია შეიძინა, რომლებიც ჩვენს წევრებს სხვადასხვა ბენეფიტებსა და სერვისებს სთავაზობდნენ. ამიტომ ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, ეს კომპანიები უფრო დაგვეახლოვებინა ჩვენს წევრებთან. ასე გაჩნდა იდეა, რომ ახალი ტიპის ლაუნჯი შეგვექმნა, რომელიც, სამუშაო გარემოსთან ერთად, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობასაც შექმნიდა. ამ იდეით მივმართეთ „ვოლვოს“ გუნდს, რადგან ვიცოდით, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ხარისხი და კრეატივი - თვისებები, რომლებიც ამ ბრენდის განუყოფელი ნაწილია“.
სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა უნიკალური დიზაინ-ობიექტები - პაზლის კედელი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული „ვოლვოს“ გამოსახულებით, ხელნაკეთი ნარდი, რომლის ქვებად შვედური ბრენდის ავტომობილების მოდელებია გამოყენებული, საგზაო მოძრაობის თემაზე შექმნილი ლაბირინთი და „ვოლვოს“ ბრენდის დეტალებით წარმოდგენილი სხვა არაერთი ინსტალაცია. თითოეული დეტალი ასახავს ხედვას - დიზაინის სიმარტივეს, ფუნქციურობასა და მომხმარებელზე ზრუნვას. პროექტი საქართველოში სათამაშო აპარატების ერთადერთ ქართულ ბრენდთან „იონთან“ თანამშრომლობით შეიქმნა.

სივრცის კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე Material Editors-მა იმუშავა.
მარიამ გვაზავა, Material Editors-ის არქიტექტორი: „ჩვენი გუნდისთვის საინტერესო ამოცანა იყო ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს ინსპირაციის წყარო იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვობის თამაშების თემაზე აგებული გარემო შეგვექმნა, სადაც ყოველ ელემენტში „ვოლვოს“ ბრენდის იდენტობა იგრძნობა.
თითოეული დეტალი აგებულია „ვოლვოს“ სტილზე, სკანდინავიურ მინიმალიზმზე, სანდოობასა და ინოვაციურ აზროვნებაზე. განათების საშუალებით სივრცე ერთგვარ სცენად გარდავქმენით, სადაც მთავარი ყურადღება თამაშებსა და ადამიანურ ურთიერთობებზეა გამახვილებული“.
„ვოლვოსა“ და „ტერმინალის“ ერთობლივმა პროექტმა ინოვაციური სივრცის შექმნით ბრენდის ძირითადი ღირებულებები წარმოაჩინა - ადამიანზე ორიენტირებული ინოვაცია, მაღალი ხარისხი და შთაგონებაზე დაფუძნებული გამოცდილება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















