ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი

საქართველო, თბილისი - 11:50 | 09.10.2025
ნანახია: 70

ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ეხმიანება.

„ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან გარღვევას წარმოადგენს. ეს არის დიდი დიპლომატიური მიღწევა და რეალური შანსი, დასრულდეს დამანგრეველი ომი და გათავისუფლდეს ყველა მძევალი. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს ამ გეგმის განსახორციელებლად“, – წერს კალასი.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე