იეთიმ გურჯის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 18:14 | 21.03.2016
ნანახია: 1434

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე–მაშველებმა იეთიმ გურჯის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი დროულად ჩააქრეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ იეთიმ გურჯის ქუჩაზე იწვოდა იტალიური ტიპის 3 სართულიანი საცხოვრებელი სახლი.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე