მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტს 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს
საქართველო, თბილისი - 17:13 | 21.03.2016 ნანახია: 1529
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) 40 მლნ. აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტისთვის. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკონომიკის ასაშენებლად.
GENIE პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იქნება. სააგენტო დაინტერესებულია პროექტის ფარგლებში ციფრულ ეკონომიკაზე დაფუძნებული საწარმოების შექმნით, ინოვატორების აღმოჩენით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელებით სოფლის მეურნეობაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩამოშორებული იყო ინოვაციური საქმიანობისგან.
„პროექტი გააფართოებს იმ ადამიანების და ფირმების ჩართულობას გლობალური ინოვაციის და ცოდნის ეკონომიკაში, რომლებიც აქამდე მოწყვეტილნი იყვნენ ამ შესაძლებლობას, განსაკუთრებით სოფლად. GENIE შექმნის კეთილდღეობის პერსპექტივას ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე დაყრდნობით“- აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
GENIE პროექტის ძირითადი ამოცანაა ფირმების და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა, ციფრულ ეკონომიკაში მათი მონაწილეობის მხარდაჭერა. ამის მიღწევა კი შესაძლებელია ინოვაციის რეგიონულ და სათემო ცენტრებში ინვესტირებით, შინამეურნეობებისა და მცირე ბიზნესკომპანიებისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდით, საწარმოებისთვის მეტი ინოვაციური უნარების შეძენით და ინოვატორებისთვის დაფინანსებასთან წვდომის გაზრდით. ეს პროექტი „მსოფლიო ბანკსა“ და საქართველოს შორის პარტნიორობის უახლესი სტრატეგიის ძირითადი ელემენტია და თანხვედრაშია ამ თანამშრომლობის საბოლოო მიზანთან, რაც სამუშაო ადგილების ზრდას გულისხმობს კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებით.
„GENIE წარმოადგენს „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის ახალ ფაზას, რომლის განმავლობაში ადგილი ექნება ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას ინოვაციაზე და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების საშუალებით. განხორციელდება ინვესტიცია სხვადასხვა ღონისძიებებში ინოვაციის პოტენციალის, ადამიანური კაპიტალის და დაფინანსებასთან წვდომის ასამაღლებლად“, - აცხადებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი.
პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, GENIE-ს მთავარი მიზანი დიდ ქალაქებს მიღმა მცხოვრები ინოვატორების და ფირმების დაკავშირება იქნება გლობალური ვაჭრობისა და ცოდნის ქსელებთან.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ინოვაციური ეკოსისტემები, რომლებიც აქამდე მხოლოდ დიდ ქალაქებში არსებობდა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზეც გავრცელება და შედეგად განავითარებს მცირე ბიზნესს, შექმნის ახალ, კარგ სამუშაო ადგილებს, ინოვაციურ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ვაჭრობა,“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა და კერძო სექტორის განვითარების უფროსმა სპეციალისტმა, თომას ჰევენმა.
საქართველოს მთავრობა GENIE-ს მიერ ხელშეწყობილ საქმიანობას განვიხილავს როგორც კრიტიკულს უწყვეტი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, რამდენადაც ის დააჩქარებს ბიზნესების და ადამიანების ინოვაციურ საქმიანობას.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















