საქართველოს პრეზიდენტი მედიას ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 21.03.2016
ნანახია: 2498

საქართველოს პრეზიდენტი მედიას ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

"თითოეულ ჟურნალისტს, გულითადად გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.

მაღალი პასუხისმგებლობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის თავისუფლების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა.

თავისუფალი მედია ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, იმისა, რომ მოქალაქეებიც ვიყოთ თავისუფალნი. თავისუფალი მედია ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერების უმთავრესი წინაპირობაა.  

გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში", - ნათქვამის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე