სალაჰ აბდესლამი: მიხარია, რომ ყველაფერი დამთავრდა. მეტი აღარ შემეძლო

საქართველო, თბილისი - 14:23 | 21.03.2016
ნანახია: 2088

ბრიუსელში დაკავებულმა პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორმა სალაჰ აბდესლამმა დაკავებისას პოლიციელს უთხრა, რომ მოხარულია ყველაფრის დამთავრებით. ამის შესახებ გაზეთი Nieuwsblad-ი წერს.

”მიხარია, რომ ყველაფერი დამთავრდა. მეტი აღარ შემეძლო”, - გაზეთის მტკიცებით ასე მიმართა აბდესლამმა სპეცრაზმელს.

აბდესლამს ოთხი თვის განმავლობაში ეძებდნენ. ის და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ ოთხი პირი ბრიუსელში მასშტაბური სპეცოპერაციის დროს 18 მარტს დააკავეს. უკვე დაწყებულია საფრანგეთში აბდესლამის ექსტრადირების საკითხზე მუშაობა. სავარაუდოდ აღნიშნულ პროცედურას 45 დღე დასჭირდება.

ამჟამად აბდესლამი ბრიუგეს მკაცრი რეჟიმის ცენტრში იმყოფება. მისი ერთადგილიანი 2 მეტრის სიგრძის კამერა, მიწის ქვეშ მდებარეობს, მას 13 ჯავშნიანი კარი და რკინის სამი ცხაური იცავს, რომლებზეც სიგნალიზაციაა დამონტაჟებული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე