თურქეთში ქურთი მებრძოლების თავდასხმას უსაფრთხოების ძალების სამი წარმომადგენელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 21.03.2016
ნანახია: 1652

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქურთთა მუშათა პარტიის მებრძოლების თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი და ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დაჭრილია უსაფრთხოების ძალების კიდევ შვიდი წარმომადგენელი.
თურქული მედიის ცნობით, მარდინის პროვინციის ქალაქ ნუსაიბინში ექსტრემისტებმა პოლიცელების ჯგუფთან თვითნაკეთი ბომბი ააფეთქეს. შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ქალაქ შირნაკის ერთ-ერთ რაიონში კი მებრძოლებმა სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ერთი ჯარისკაცი ემსვერპლა. ამ რეგიონებში და თურქეთის სამხრეთ-აღმოსვალეთ ნაწილის ზოგიერთ ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე