უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-თებერვალში სამკურნალო საშუალებები იყო

საქართველო, თბილისი - 11:32 | 21.03.2016
ნანახია: 1440

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-თებერვალში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 235 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 21 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 88 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 63 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).    

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1413 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 281 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1132 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე