სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 21.03.2016
ნანახია: 1364

 

2016 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 57 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 20 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 23 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკალის ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 21 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1413 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 281 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1132 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე