ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 21.03.2016
ნანახია: 1636

ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის დასაველთ სანაპიროზე კიდევ რამდენიმე რაკეტა გაუშვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე ახლო დისტანციის რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით ქალაქ ხამხინის რაიონში ჩავრადა.

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ძალების ახალი დემონსტრაციისას რაკეტებმა 200 კმ დაფარეს.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან და მოვლენების შემდგომ განვითარებას აკვირდებიან.

კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ 6 იანვარს წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ნებისმიერი მომენტისთვის ბირთვული იარაღის მზადყოფნის ბრძანება გასცა. ამის საპასუხოდ კი პენტაგონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ კონტრეშეტევისთვის მზად არის.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე