დონალდ ტრამპის დამ მუქარის წერილი მიიღო

საქართველო, თბილისი - 10:50 | 21.03.2016
ნანახია: 2032

ამერიკელი მილიარდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის დამ მერიენ ტრამპ ბერიმ მუქარის წერილი მიიღო. გზავნილის შინააარსი არ ხმაურდება. Associated Press-ის ცნობით გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სპეცსამსახურებთან ერთად საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.

მერიენ ტრამპ ბერი ფილადელფიის სააპელაციო საოლქო სასამართლოს მოსამართლეა. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ მუქარის წერილი ტრამპის 32 წლის ვაჟმა, ერიკმაც მიიღო. კონვერტში იდო თეთრი ფხვნილი და მუქარის შემცევლი წერილი. მისი ავტორი დონალდ ტრამპს აფრთხილებდა, რომ თუ ის საპრეზიდენტო ბრძოლას არ გამოეთიშებოდა, მისი ვაჟი დაზარალდებოდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე