აჭარაში 33 %-ით მეტი კერძო პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა
საქართველო, თბილისი - 10:39 | 21.03.2016 ნანახია: 1608
აჭარაში ინვესტიციების მოცულობას ისევ მზარდი ტენდენცია აქვს. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 33 %-ითაა გაზრდილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 366 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კერძო პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 87 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივი წარმოშობისაა, ხოლო 279 მლნ აშშ დოლარი უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა (FDI) შეადგინა. 2014 წელს აჭარაში სულ 276 მლნ დოლარის კერძო პირდაპირი ინვესტიციის შემოდინება დაფიქსირდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ , 2015 წელს აჭარაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა, რომელზეც რეგიონში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციების 41%-ი მოდის. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ენერგეტიკის შემდეგ ინვესტორებისთვის მიმზიდველი ტურიზმია (33%), მშენებლობის სექტორზე 23%-ი, სოფლის მეურნეობაზე - 1%-ი, მრეწველობაზე - 1%-ი, ხოლო ეკონომიკის სხვა სექტორებზე მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების - 1%-ი მოდის.
რაც შეეხება კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სექტორულ განაწილებას, აღნიშნული თვალსაზრისით ყველაზე მსხვილი უცხოური საინვესტიციო ნაკადები მოდის ენერგეტიკაზე (53%) ტურიზმსა (39%) და მშენებლობაზე (7%).
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, საინვეტიციო საქმიანობის შეფასების მნიშნელოვან ცვლადებად განიხილება ასევე განხორციელებული ინვეტიციების მოცულობა რეგიონში შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან მიმართებით და მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით. ინვესტიციების მოცულობა ნომინალურ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან მიმართებით ბოლო წლებში შეადგენს დაახლოებით 15-25%-ს, ხოლო რეგიონის მოსახლეობის ერთ სულზე კერძო პირდაპირი ინვესტიციების ოდენობამ 2015 წელს შეადგინა 1 087 აშშ დოლარი.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავენ, რეგიონისთვის ყველაზე სწრაფად მზარდი საინვესტიციო სექტორები ენერგეტიკა, მრეწველობა და ტურიზმია.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















