კუბაში ობამას ისტორიული ვიზიტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:24 | 21.03.2016
ნანახია: 1713

კუბაში აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ისტორიული ვიზიტი დაიწყო. ობამა თეთრი სახლის პირველი ლიდერია, რომელიც ბოლო 88 წლის განმავლობაში კუბას ეწვია. პრეზიდენტთან ერთად კუბაში ასევე იმყოფება სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, კონგრსმენები რესპუბლიკელებიდან, რომლებიც კუბასთან დიალოგის გაფართოების მომხრენი არიან და ამერიკელი ბიზნემსნები.

ვიზიტის ფარგლებში ობამა ქვეყნის პრეზიდენტს, რაულ კასტროს, შეხვდება და ქვეყანაში მიმდინარე სავაჭრო და პოლიტიკურ რეფორმებს განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკება კუბელ დისიდენტებთანაც. ჰავანაში ბარაკ ობამა მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ორ დღეს დარჩება.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე