ლიტვა მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 14:57 | 18.03.2016
ნანახია: 1824

ლიტვის ხელისუფლებამ ახალი სამხედრო სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყნისთვის მთავარ საფრთთხედ რუსეთი დასახელდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები ევროპის უსაფრთხოების სისტემას ანგრევს, ლიტვისა და რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ კი კონვენციური სამხედრო აგრესიის ალბათობა თეორიულს აღარ წარმოადგენს და მომავალში შესაძლოა გაიზარდოს რუსეთის მზარდი შეიარაღებისა და მისი გამოყენების მზადყოფნის გამო.

”საქართველოსა და უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით, ლიტვის არმია დამოუკიდებლად და მოკავშირეებთან ერთად მზად უნდა იყოს სწრაფი რეაგირებისათვის, როგორც ჩვეულებრივ სამხედრო, ისე კონვენციურ მუქარაზე”, - განაცხადა ლიტვის თავადცვის მინისტრმა იოზას ოლეკასმა.

მიღებული დოკუმენტი მეოთხე სამხედრო სტრატეგიაა დამოუკიდებელი ლიტვის ისტორიაში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე