თურქეთის პოლიციამ მორიგი ტერაქტი აღკვეთა

საქართველო, თბილისი - 13:32 | 18.03.2016
ნანახია: 2023

თურქმა განმაღმველებმა ავტომობილი, რომელშიც დამონტაჟებული იყოს ასაფეთქებელი მოწყობილობა, გააუვნებელყვეს. Reuters-ი პოლიციელებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ავტომობილი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ჰანის ერთ-ერთ სამთავრობო შენობასთან აღმოაჩინეს.
ქალაქი ძირითადად ქურთებით დასახლებულ დიარბაქირის პროვინციაში მდებარეობს.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ.

13 მარტის ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ანკარაში მომხდარ აფეთქებას 37 ადამიანი ემხვერპლა, 130-მდე კი დაიჭრა. სტამბულში გერმანიის საკონსულომ შესაძლო ტერაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ მუშაობა დროებით შეაჩერა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე