დონალდ ტრამპის ვაჟმა მუქარის წერილი მიიღო

საქართველო, თბილისი - 12:46 | 18.03.2016
ნანახია: 1673

ამერიკელი მილიარდერისა და აშშ-ის პორეზიდენტობის ერთ-ერთი პრედენდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა მუქარის წერილი მიიღო. ამის შესახებ The New York Post-ი წერს.

წერილი 32 წლის ერიკ ტრამპის ცოლმა ლარამ გახსნა. კონვერტიდან გადმოცვივდა თეთრი ფხვნილი. ლარამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავება შესამოწმებლად ფხვნილის ნიმუშები წაიღეს. მისი შედეგები ჯერჯერობით უცნობია. ექიმების თქმით, არცერთ მათგანს, ვინც კონვერტს შეეხო, მოწამვლისა და დაავადების ნიშნები არ აღენიშნებათ.

ფხვნილის გარდა კონვერტში იდო მუქარის წერილიც. გამომგზავნი დონალდ ტრამპს აფრთხილებდა, რომ თუ ის საპრეზიდენტო ბრძოლას არ გამოეთიშებოდა, მისი ვაჟი დაზარალდებოდა. დონალდ ტრამპს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე