ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 18.03.2016
ნანახია: 1678

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

პირველმა რაკეტამ 800 კილომეტრი დაფარა და აღმოსავლეთით, იაპონიის ზღვაში ჩავარდა. სავარაუდოდ, ფხენიანმა საშუალო დისტანციის ნოდონის ტიპის რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის გენშტაბის მონაცემებით, მეორე რაკეტა 22 წუთის შემდეგ გაუშვეს, მისი კვალი სამხედრო რადარებმა 17 კმ-ის სიმარლეზე დაკარგეს. სეულში აცახდებენ, რომ რაკეტა ჰაერში აფთქდა.

მომხდარს უკვე მოჰყვა იაპონიის პროტესტი. ოფიციალური ტოკიო მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე