გიორგი მარგველაშვილი უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:40 | 01.10.2015
ნანახია: 2233

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსს შეხვდა.

შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრება და საქართველოსა და აშშ- შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა იყო.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ყურადღება საქართველო-აშშ-ს შორის თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

შეხვედრისას მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს და ყურადღება ნატო- მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე