”ისლამური სახელმწიფო” ტერიტორიებსა და შემოსავლებს კარგავს

საქართველო, თბილისი - 13:47 | 17.03.2016
ნანახია: 1802

ბოლო 14 თვის განმავლობაში ”ისლამურმა სახელმწიფომ” სირიისა და ერაყის ტერიტორიების 22 და შემოსავლების 40 პროცენტი დაკარა. ამის შესახებ ბრიტანეთის კვლევითი ინსტიტუტის IHS Jane's-ის მოხსენებაშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში ამერიკისა და რუსეთის ავიაიერიშების შედეგად ტერორისტულმა ორგანიზაციამ ტერიტორიების 14 პროცენტი დაკარგა. 2016 წლის პირველ სამ თვეში კი ეს დანაკარგები კიდევ 8 პროცენტით გაიზარდა.

ამის გარდა ”ისლამური სახელმწიფო” თავისი შემოსავლების 40 პროცენტსაც დაემშვიდობა, რაც ძირითადად სირია-თურქეთის საზღვარზე კონტროლის დაკარგვამ გამოიწვია.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ დანაკარგებმა, ასევე იმ ფაქტმა, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ”ისლამური სახელმწიფოს” ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა, ტერორისტების პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა.


 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე