ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

საქართველო, თბილისი - 09:50 | 04.08.2026
ნანახია: 23

4 აგვისტოს ღამით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა რუსეთის ლენინგრადის ოლქის კრასნი ბორის და მოსკოვის ოლქის ჩეხოვის სასაწყობე ზონებში, სადაც Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მდებარეობს.

ამის შესახებ უკრაინული Telegram-არხი Exilenova+, რუსული გამოცემა ASTRA, სხვა რუსული Telegram-არხები, ასევე ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქების გუბერნატორები იუწყებიან.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ კრასნი ბორში ლოგისტიკური კომპლექსების ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.

„შეტევის დროს ოლქის ტერიტორიაზე 17 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ. დაზიანებები დაფიქსირდა კრასნი ბორის სასაწყობე ზონაში,“ - განაცხადა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ

ამასთან, გუბერნატორს არ დაუდასტურებია, რომ დაზიანებული ობიექტი სწორედ Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი იყო. 

თუმცა Wildberries-მა დაადასტურა, რომ ლენინგრადის ოლქში ლოგისტიკურ ობიექტზე თავდასხმა იყო, რასაც ხანძრი მოჰყვა. 

კომპანიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, მოსკოვის ოლქის ჩეხოვში მდებარე Wildberries-ის კიდევ ერთ შესაძლო ლოგისტიკურ ობიექტზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია კომპანიას ამ დრომდე არ გაუვრცელებია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე