ფილარმონიაში რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:56 | 17.03.2016
ნანახია: 2443

18 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, „საუკუნის ქორეოგრაფის" წოდებისა და „ღირსების ორდენის" კავალერის რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამო. ღონისძების მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული  ღონისძიებების ცენტრი.

საღამოში მონაწილეობენ სიმღერისა და ცეკვის  სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი"; ქუთაისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი; აჭარის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო  ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი";აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო  ანსამბლი „ ნართები"; ზუგდიდის სახელმწიფო ანსამბლი „ჩელა.

ღონისძიება ტარდება საქრთველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა  შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით და საქართველოს  ეროვნული ფილარმონიის, გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის" რედაქციის მხარდაჭერით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე