ცოტა ხანს პატრიარქობის კანდიდატებზე არავინ იფიქროთ - მეუფე ნიკოლოზი

საქართველო, თბილისი - 15:18 | 23.03.2026
ნანახია: 75

ცოტა ხანს პატრიარქობის კანდიდატებზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს, მეცხრე დღეც გადავიხადოთ. ცოტა რომ გამოვიხედებით თვალებიდან, დავიწყებთ ფიქრს აღნიშნულზე, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა

„ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს, მეცხრე დღეც გადავიხადოთ. ალბათ, შემდეგ მოვემზადებით. აღდგომის დღესასწაული მოდის, ეს ყველაფერი ჩავატაროთ, ცოტა რომ გამოვიხედებით თვალებიდან, დავიწყებთ ფიქრს აღნიშნულზე

ალბათ, რამდენიმე დღე დაგვჭირდება, დაღლილობა... ფაქტობრივად, სინოდის წევრების უმრავლესობას, ვინც საორგანიზაციო საკითხებით იყო დაკავებული, არ გვძინებია. ცოტას დავისვენებთ.

წინა დღეებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სიონის ტაძარში ნაკადი არ შეწყდება. ვფიქრობ, კიდევ და კიდევ მოუნდებათ აქ მოსვლა“, - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე