პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 11:49 | 18.03.2026
ნანახია: 2275

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა, პატრიარქს 22 მარტს, მისი სურვილის შესაბამისად, სიონში დაკრძალავენ.