ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
საქართველო, თბილისი - 17:00 | 16.03.2026 ნანახია: 1268
ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსი“ აცხადებს, რა პოზიციაც დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარტია „დროას” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ გაახმოვანა.
ალიანსმა საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები გააცნო, რა მიმართულებითაც იმუშავებენ.
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშმა ფუნდამენტურად შეცვალა ვითარება. ეს არის აბსოლუტურად ახალი საერთაშორისო რეალობა. ბუნებრივია, რომ ოპოზიციის ალიანსს აქვს ახალი პასუხისმგებლობები ამ რეალობაში. თუ აქამდე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ივანიშვილის რეჟიმი იყო უბრალოდ არალეგიტიმური, დღეს ეს რეჟიმი არალეგიტიმურთან ერთად უკვე არის ბრალდებული რეჟიმი. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჩაწერილი კონკრეტული ინიციატივები მოქმედებაში მოვიდეს, მათ შორის დღეს საზოგადოებას გვინდა მოვუყვეთ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ. იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ჩვენ მომავალი 1 თვის განმავლობაში გავაკეთებთ: პირველი, არის კონკრეტული მითითება ანგარიშში, რომ გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენელი ადამიანის უფლებებში უნდა დაინტერესდეს საქართველოში არსებული რეალობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ კოორდინაციას გაერო-ს უმაღლეს წარმომადგენელთან, მათ შორის საქართველოში მათი წარმომადგენლების მეშვეობითაც გავაკეთებთ ამას იმისთვის, რომ მან განახორციელოს საკუთარი მანდატი. გაერო-ს უმაღლეს წარმომადგენელს ადამიანის უფლებებში აქვს ადგილზე ვითარების ინსპექტირების უფლებამოსილება.
ჩვენ მომავალი 1 თვის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მან ეს მანდატი განახორციელოს. მეორე, არის ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაცია და „მოსკოვის მექანიზმში“ არსებული კონკრეტული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ამ ორგანიზაციასთან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის ხალხი, ვინც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამ თანამშრომლობაში არ შევა. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ მიმართონ ქიმიური იარაღის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მან დაიწყოს გამოძიება საკუთარი წესდების შესაბამისად. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც ვერავითარი გავლენა რეჟიმს ვერ ექნება. მესამე, არის უნივერსალური იურისდიქციის მქონე სახელმწიფოები. კონკრეტულ სახელმწიფოებს აქვთ უფლებამოსილება, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი კონკრეტული დანაშაულები ეროვნულ დონეზე გამოიძიონ. ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის მიმართულება, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე. ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის საგამოძიებო სტრუქტურებთან, მათ შორის პროკურატურასთან იმისთვის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისტემური წამების, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს ეროვნულ დონეზე, ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში. მეოთხე, არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო. მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა გამოძიება დაიწყო, სავსებით რეალისტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევაშიც ზუსტად ეს მოხდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაასრულოს ისე, როგორც ბევრ სხვა ავტოკრატ, სისხლიან დიქტატორს დაუსრულებია ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე“, - განაცხადა ლემონჯავამ.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















