ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „IUHB” გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 16:00 | 16.03.2016 ნანახია: 1710ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „IUHB” გაიხსნა. 103 პაციენტზე გათვლილ ჰოსპიტალში 400 ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს საშუალება გავხსნათ ჰოსპიტალი, რომელიც არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის, ძმობის და მეგობრობისა. ეს იქნება საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სადაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ სტუდენტებსაც ექნებათ საშუალება მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება. ჩემს ახალგაზრდობაში მქონდა ბედნიერება მესწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, ჩემი პირველი სპეციალობით ექიმი გახლავართ და დღეს ნამდვილად კეთილი შურით მშურს იმ ადამიანების, ვისაც ექნება საშუალება ასეთ სამედიცინო სასწავლებელში ისწავლოს”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი კვირიკაშვილმა, ჰოსპიტალში მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა თურქეთის მოქალაქეს ექიმ კარდიოლოგ იმედ მიქელაძეს.
ჰოსპიტალი „IUHB” უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც მოსახლეობას ზუსტი დიაგნოსტიკის ჩატარების და მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის საშუალებას მისცემს. სამომავლოდ, საავადმყოფოს კიდევ ერთი- ონკოლოგიური მიმართულებაც დაემატება.
ჰოსპიტალის მშენებლობისთვის 25 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა. IUHB ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა.
საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გახსნაზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რამდენიმე დღის წინ, თურქეთში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















