შიდაპარტიულ არჩევნებში კლინტონი და ტრამპი პოზიციებს იმყარებენ

საქართველო, თბილისი - 13:40 | 16.03.2016
ნანახია: 1779

აშშ-ის ხუთ შტატში შიდაპარტიულ არჩევნებში ამერიკელებმა პრეზიდენტობის კანდიდატები გამოავლინეს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა.

კლინტონმა საკვანძო შტატებში ფლორიდაში, ოჰაიოში, ილინოისსა და ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმარჯვა. მისურის შტატში კლინტონის კონკურენტმა სანდერსმა მას ხმების მცირე რაოდენობით აჯობა. რესპუბლიკელებს შორის პირველი ადგილზე კვლავ დონალდ ტრამპია. მან დამაჯარებელი გამარჯვება მოიპოვა ოთხ შტატში, მისურიში კი მცირე უპირატესობით ლიდერობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე