მოლდოვა დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 12:01 | 01.10.2015
ნანახია: 2263

მოლდოვა დნესტრისპირეთიდან რუსეთის მშვიდობისმყოფელთა გაყვანასა და რეგიონში საერთაშორისო სამოქალაქო მისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვალერი სტრელეცმა ნიუ-იორკში გაეროს 70-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გამოთვქა იმედი, რომ საერთაშორისო საზოგადოება დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების დაჩქარების პროცესზე ზემოქმედებას მოახდენს.

„სამშვიდობო ოპერაციამ თავისი მანდატი შეასრულა და საერთაშორისო მანდატის შესაბამისად სამოქალაქო მისიად უნდა ტრანსფორმირდეს“, - განაცხადა ვალერი სტრელეცმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე