FlyUa 2016 წელს ავიაპარკს 7 თვითმფრინავით შეავსებს

საქართველო, თბილისი - 13:05 | 16.03.2016
ნანახია: 1462

2016 წელს უკრაინული ავიაგადამზიდავი FlyUa საკუთარ ავიაპარკს 7 თვითმფრინავს შემატებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო აეროპორტის „ბორისპოლის“ გენერალურმა დირექტორმა ევგენი დიხნემ გააჟღერა.

„ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. გათვლას ჩვენ 2017 წელზე ვაკეთებდით. ეს ყველაფერი კი გვიბიძგებს, რომ ტერმინალის რეკონსტრუქციის საკითხი უფრო სწრაფი ტემპით გადავჭრათ“, აღნიშნა აეროპორტის დირექტორმა.

როგორც FlyUa-ში განმარტეს, პირველი თვითმფრინავი ავიაკომპანიამ იანვარში უკვე მიიღო, ხოლო მეორეს 25 მარტისთვის ელოდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე